შესვლა რეგისტრაცია
ავტორიზაცია X close
მომხმარებელი
პაროლი
მომხმარებლის რეგისტრაცია X close
მომხმარებელი
ტელ. ნომერი
ელ. ფოსტა
SKYPE
სქესი
მდებარეობა
დაბადების წელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასურსათო უსაფრთხოების ჯგუფმა შემაჯამებელი რეკომენდაციები განიხილა

შემაჯამებელი რეკომენდაციების განხილვა
29.12.2015

დღეს, სასურსათო უსაფრთხოების რეკომენდაციების შემუშავების მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა გაფართოებული შეხვედრა გამართა და შემაჯამებელი რეკომენდაციები განიხილა. აღნიშნული რეკომენდაციების შემუშავება  საერთაშორისო ორგანიზაცია  ,,ოქსფამის“ ტექნიკური დახმარებით განხორციელდა.

სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა სოფლის მეურნეობის განვითარების  სტრატეგიის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის  რეკომენდაციების  შემუშავების მიზნით. სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები საფუძვლად დაედება მომავალ წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასურსათო უსაფრთხოების კუთხით მიმდინარე საქმიანობას.

სამუშაო ჯგუფს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი ხელმძღვანელობდა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ თემატიკა ფართოა, ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი და მთავარია, ყველაფერი სისტემურად დაიგეგმოს და თანმიმდევრულად განხორციელდეს. 

,,სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს პრიორიტეტები, შემსრულებელი ორგანოები და თანმიმდევრულად განხორციელდეს სამუშაოები“, - აღნიშნა გოჩა ცოფურაშვილმა.

როგორც შეხვედრაზე "ოქსფამის" სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის პროგრამის მენეჯერმა, ლევან დადიანმა  აღნიშნა, იმისათვის, რომ აღნიშნული რეკომენდაციები სასურსათო უსაფრთხოების კუთხით პრაქტიკაში განხორციელდეს, საჭიროა გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამა და უწყებათაშორისი კოორდინაცია. 

სასურსათო უსაფრთხოების რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილი ჯგუფი აერთიანებს  სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი უწყებების, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს და დამოუკიდებელ ექსპერტებს.   

საქართველოსა და ჩინეთს შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება

შეხვედრა ჩინეთის ახალ ელჩთან
06.01.2016

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ძი იენჩის შეხვდა.

მინისტრმა  საქართველო-ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ჩინეთი საქართველოსთვის  სტრატეგიული პარტნიორია. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდ დინამიკას  და ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ქართული ცენტრის გახსნის საკითხს. მხარეემა განიხილეს ჩინეთში ქართული პროდუქციის (ჩაი, მინერალური წყალი და თხილი) ექსპორტის შესაძლებლობების, ასევე საქართველოში სათბურების და აბრეშუმის წარმოების განვითარების საკითხები.

ჩინეთის ელჩმა, ძი იენჩიმ  ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო  ჩინეთის სანდო პარტნიორია. ელჩმა  ქართული პროდუქციის ექსპორტის საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყალზე მოთხოვნა  მზარდია.  

ოთარ დანელიამ მადლობა გადაუხადა ჩინეთის ელჩს მხარდაჭერისთვის და  იმედი გამოთქვა, რომ  სამომავლო თანამშრომლობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება. 

1